8 ნოემბერს, 18:30 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სასტუმროში ,, Sheraton Metechi Palace“ ადვოკატის დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, დიპლომატებისათვის და ჟურნალისტებისათვის საზეიმო მიღებას გამართავს.მიღებაზე წარმოდგენილი იქნება ადვოკატთა ასოციაციის მიერ გატარებული რეფორმები და მიღწევები. ხელი მოეწერება ადვოკატთა და პროკურორთა ურთიერთობის ეთიკურ სტანდარტებს. ასევე, გაიმართება ასოციაციის ახალი ვებ–გვერდის პრეზენტაცია.